27 ივლისი 2024,   04:27
ვრცლად
დასახიჩრებული ცხედარი და მავთულით შეკრული ხელები - ვინ იძებნება 21 წლის გოგოს სასტიკი მკვლელობისთვის

21 წლის გოგოს ცხედარი საკუთარ სახლთან ახლოს, თხრილში მამამ იპოვა. ქეთი ჯავახიშვილს, გავრცელებული ინფორმაციით სხეულზე მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა. დანით მიყენებული ჭრილობები მას ყელისა და გულ-მკერდის არეში აღენიშნებოდა. თვითმხილველები ჰყვებიან, რომ გოგონას ხელები მავთულით ჰქონდა შეკრული.

დამნაშავე პოლიციას უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს. გავრცელებული ინფორმაციით, ის ქეთი ჯავახიშვილის ნათესავია.

მკვლელობა თბილისთან ახლოს, სოფელ წინუბანში ღამის საათებში მოხდა. ადგილობრივებს კონფლიქტის ხმა არ გაუგიათ. გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულის ადგილთან ახლოს სისხლის კვალი ერთ-ერთ სახელოსნოში დასაქმებულმა მამაკაცმა ნახა, რის შემდეგაც სიტუაციაში გარკვევა მოკლულის მამას სთხოვა. მშობელმა შვილის ცხედარი ამოიცნო.

"კურიერი" დღეს სავარაუდო დამნაშავის საცხოვრებელ მისამართზეც იმყოფებოდა. მამაკაცი მეზობლებს დიდი ხანია არ უნახავთ. ჰყვებიან, რომ ის წლების განმავლობაში სამეზობლოში არ გამოჩენილა.

სამართალდამცველები და კინოლოგები დანაშაულის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. ამოღებულია კონკრეტული ნივთმტკიცებები. ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა, გამოძიება კი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები