27 ივლისი 2024,   03:32
ვრცლად
აშკელონის სარეკეტო შეტევის საპასუხო შეტევა ღაზაში, პალესტინელ შეიარაღებულ მებრძოლებზე - განადგურებულია 8 მნიშვნელოვანი სამიზნე

აშკელონის სარეკეტო შეტევის საპასუხო შეტევა ღაზაში პალესტინელ შეიარაღებულ მებრძოლებზე - ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, განადგურებულია 8 მნიშვნელოვანი სამიზნე, ასევე - გვირაბები იმ ადგილის მახლობლად, საიდანაც რაკეტების გასროლა დაფიქსირდა.

ისრაელის ძალების სამხედრო ოპერაცია გრძელდება ქალაქ ხან იუნისსა და ჩრდილოეთ ღაზაშიც.

პალესტინელი პოლიტიკოსები დღეს, ახალი მთავრობის ფორმირების განსახილველად, მოსკოვში შეიკრიბებიან. შეხვედრაზე დასწრება არ დაუდასტურებია "ჰამასს", თუმცა, რუსეთის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით, CNN-ი იტყობინება, რომ მონაწილეობას "ყველა მხარე" დათანხმდა.

შეგახსენებთ, პალესტინის მთავრობის სრული შემადგენლობა ორშაბათს გადადგა.

დღის ამბები