27 ივლისი 2024,   04:31
ვრცლად
2 მარტს, "მიხეილ მესხის“ სტადიონზე, საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებს შორის, მორიგი სარაგბო დაპირისპირება გაიმართება

2 მარტს, "მიხეილ მესხის“ სტადიონზე,  საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებს შორის მორიგი სარაგბო დაპირისპირება გაიმართება. ჯგუფური ეტაპის შემდეგ, გაფართოებულ შემადგენლობაში ოთხი ახალი სახე გამოჩნდა. გუნდს დაუბრუნდა გამოცდილი 9 ნომერი ვასილ ლობჟანიძე. შეკრებაზე იყო "მონპელიეს" ბურჯი, ლუკა ჯაფარიძე. რუმინელებთან შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს დავით ნინიაშვილიც, რომელიც ტრავმის შემდეგ გამოჯანმრთელდა. ჯამში კი 34-კაციან შემადგენლობაში 19 მორკინალი და 15 ხაზის მოთამაშე იყო გამოძახებული. "ბორჯღალოსნებს" 35 წლის განმავლობაში რუმინეთთან – 28 შეხვედრა აქვთ ჩატარებული. თბილისს, მეტოქე ბოლოს შარშან, აგვისტოში ეწვია და სარეკორდო სხვაობით – 6:56 დამარცხდა. 2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური შეხვედრა 16 საათზე დაიწყება.

 

ავტორი: ლაშა დვალიშვილი.

დღის ამბები