აქცია ფოთში - რამდენიმე საათის განმავლობაში ჩაკეტილი იყო გზაც. მოსახლეობა საკუთარ სახლებთან ახლოს ე.წ. მულტი-მოდალური ტერმინალის მშენებლობის შეჩერებას ითხოვს.
მოსახლეობის თქმით, მშენებლობის გამო მათ გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება. მოთხოვნების დაუკმაყოფილების შემთხვევაში ისინი აქციების გაგრძელდებას აანონსებენ.
ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის ინფორმაციით, დაწყებულია კომპანიის წარმომადგენლების შეხვედრა მოსახლეობასთან და იმედი გამოთქვა, რომ პრობლემა მოგვარდება.