კახეთში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. ახალი მაგისტრალური გზების მშენებლობის პარალელურად, რეგიონში მიმდინარეობს მუნიციპალური გზების მოწყობაც.
სოფელ ვაზისუბანში, 1058 მეტრი სიგრძის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ჯამური ღირებულება, დაახლოებით ცხრაასი ათას ლარს შეადგენს, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით ფინანსდება.