ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო გურგენიანში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პროექტის მიხედვით, კეთდება თითქმის ნახევარ-კილომეტრიანი გზა. ასფალტის ახალ საფართან ერთად გათვალისწინებულია სანიაღვრე არხების, ცხაურების, ბორდიურებისა და საცხოვრებელ ეზოებში შესასვლელების გაკეთება; რეაბილიტაცია ჩაუტარდება ხიდსაც.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება თითქმის 511 ათასი ლარია.