ნოტების გაციფრება და შემდეგ გამოცემა არის საწინდარი იმისა, რომ ეს ნოტები იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი. ეს მნიშვნელოვანია ქართული გალობის სწორად შესწავლისთვის, სწორად სწავლებისთვის და ასევე მომავალი თაობებისთვის სწორად გადაცემისთვის, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ქართული გალობის მრავალტომეულის წარდგენაზე განაცხადა.
"გაციფრება და შემდეგ გამოცემა ამ ნოტების არის საწინდარი იმისა, რომ ეს ნოტები, რომლებიც განთავსებულია უკვე ინტერნეტში, იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომო. ეს მნიშვნელოვანია ქართული გალობის სწორად შესწავლისთვის, სწორად სწავლებისთვის, ასევე მომავალი თაობებისთვის სწორად გადაცემისთვის. გამოიცა ქაღალდზეც და ჩვენ უკვე 29 ტომი გვაქვს, თუმცა ეს სამუშაო გრძელდება. ჩემი ვალია გულწრფელი მადლობა ვთქვა ჩვენი დიდი სისტემის სახელით, პირველ რიგში, საქართველოს მთავრობისადმი და იმ პარტიისადმი, რომელმაც პირველმა შეძლო დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომ ეს პროექტი დაეფინანსებინა 2014 წლიდან დღემდე, ასევე მადლობა მინდა საქართველოს საპატრიარქოს, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ფონდ "ქართუს", რომ არა ისინი, რა თქმა უნდა, ჩვენ დამოუკიდებლობის შემდგომ, ბევრი გაჭირვებისა და ჭირ-ვარამის გამო ამ ფორმაში ქართულ კულტურას ნამდვილად ვერ მოვიტანდით", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ქართული გალობის მრავალტომეულის წარდგენა იმართება.