13 აგვისტო 2026,   21:25
ვრცლად
სომხეთში საარჩევნო მოსყიდვის საქმეზე პარლამენტის ყოფილი დეპუტატი დააკავეს

სომხეთის პარლამენტის ყოფილი წევრი მარტუნ გრიგორიანი, რომელიც 7 ივნისის არჩევნებზე პარტია "აყვავებული სომხეთის" სიით იყრიდა კენჭს, საარჩევნო დანაშაულის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავეს და ბრალი წარუდგინეს – ამის შესახებ ინფორმაციას ოფიციალური უწყებები ავრცელებენ.

როგორც ანტიკორუფციულ კომიტეტში სააგენტო Armenpress-ს განუცხადეს, გრიგორიანი დაკავებულია და ის უახლოეს პერიოდში სასამართლოში წარსდგება, სადაც გამოძიება მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით იშუამდგომლებს.

მარტუნ გრიგორიანი იმ პარტიის კანდიდატთა სიაში იყო, რომლის ლიდერიც პატიმრობაში მყოფი გაგიკ ცარუკიანია.

საქმის სხვა დეტალები ამ ეტაპზე არ საჯაროვდება.

დღის ამბები