14 აგვისტო 2026,   10:24
ვრცლად
265 დაღუპული, 500-მდე დაკარგული და მასშტაბური სამაშველო ოპერაცია - კოლუმბიაში მიწისძვრისგან გამოწვეულ შედეგებს ებრძვიან

265 დაღუპული და 3494 დაშავებული. კოლუმბიაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგებს ამ დრომდე ითვლიან. ზარალის შეფასებასთან ერთად, სამძებრო სამაშველო სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი ხშირად იცვლება. ბოლო მონაცემებით, დაკარგულად ითვლება 496 ადამიანი. კოლუმბიის პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საგანგებო ზომები აბელარდო დე ლა ესპრიელას ცნობით მოიცავს კომუნალურ გადასახადებს, ქირის სუბსიდიებს მათთვის ვინც სახლი დაკარგა, საგადასახადო და ფინანსურ შეღავათებს სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის.

სამაშველო ჯგუფები, რომელთა რიგებშიც ოფიციალურ სტრუქტურებთან ერთად ბევრი მოხალისეა, ნანგრევებში გადარჩენილების პოვნას ცდილობენ. მომდევნო რამდენიმე საათი კრიტიკულად მნიშვნელოვანია

სამაშველო ჯგუფებში სხვების დახმარებას ცდილობენ ის ადამიანები, რომლებიც ამ დრომდე ელოდებიან საკუთარი ახლობლების შესახებ განახლებულ ინფორმაციას.

ისინი კი, ვისი ოჯახის წევრები, ახლობლები და ნათესავები მიწისძვრის შედეგად დაიღუპნენ, საყვარელი ადამიანის ცხედრებს მორგთან ელოდებიან. იქ სადაც, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დიდი რიგები და ქაოსია.

10 აგვისტოს კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი სან-ხოსე-დელ-პალმარის მუნიციპალიტეტი იყო. მიწისძვრამ 11300-ზე მეტი სახლი დაანგრია, 53500-ზე მეტი საცხოვრებელი კი დააზიანა.

დღის ამბები