22 აგვისტო 2026,   09:17
ვრცლად
დღეს საფრანგეთში რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალია

დღეს საფრანგეთში რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალია. ტურნირის გადამწყვეტი მატჩი პარიზში, თბილისის დროით, 23:55 წუთზე დაიწყება.

ფინალური თამაშისთვის საქართველოს მორაგბეთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია. რუმინეთთან გამარჯვების შემდეგ, ძირითადში სამი ცვლილებაა. მირიან მოდებაძის ნაცვლად, ფულბეკად დავით ნინიაშვილი გადაინაცვლებს, ბრუნდება გამოცდილი მორაგბე ალექსანდრე თოდუა, რომელსაც რაგბი ევროპის ჩემპიონატის ტიტული ყველაზე ბევრჯერ, 13-ჯერ აქვს მოგებული. გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე ცენტრში გიორგი კვესელაძეს შეუწყვილდება.

კოკერელის გუნდში პირველად ითამაშებს ფრანგული ნევერის მეორეხაზელი ლადო ჩაჩანიძე.

დღის ამბები