27 აპრილი 2024,   11:55
ვრცლად
მნიშვნელოვანია ნეგატიური ტენდენციები დავაზღვიოთ, მთავარია საქართველოს კონსტიტუციის პრინციპების და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს სტანდარტებით შემუშავდეს კანონპროექტი - ირაკლი კობახიძე ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის ინიციატივაზე

პრემიერ-მინისტრმა ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის წინააღმდეგ მიმართულ კანონპროექტთან დაკავშირებით მედიასთან ისაუბრა.

ირაკლი კობახიძის თქმით, მსოფლიოში შეინიშნება უარყოფით ტენდენციები, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანაში მოხდეს ამ უარყოფითი ტენდენციების დაზღვევა.

მისივე თქმით, კანონპროექტზე მუშაობისას აუცილებელია გათვალისწინებული იყოს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს სტანდარტები.

"კანონპროექტს, რომელიც მიმართულია ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის წინააღმდეგ, პირადად არ ვარ ჩართული კანონპროექტის მიღებაში, ეს იყო საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივა, თუმცა აბსოლუტურად გასაგებია ჩემთვის ის შფოთვა, რომელიც აქვს საპარლამენტო უმრავლესობას. არის ნეგატიური ტენდენციები მსოფლიოს მასშტაბით და რა თქმა უნდა, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ნეგატიური ტენდენციები დავაზღვიოთ. ამისათვის, რა თქმა უნდა, კანონმდებლობას შეუძლია შექმნას მყარი გარანტიები. მთავარია, რომ საქართველოს კონსტიტუციის პრინციპების შესაბამისად და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს სტანდარტების შესაბამისად შემუშავდეს ეს კანონპროექტი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები