09 მაისი 2024,   00:27
ვრცლად
რომ არა ჩვენი სიმამაცე, რომელიც მუშაობს, ბევრი დანებდებოდა პუტინს და არც ეცდებოდა საკუთარი სუვერენიტეტი დაეცვა - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის 794-ე დღეს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დნეპროს, ივანო-ფრანკივსკის და ლვოვის ოლქებში მდებარე ენერგო ობიექტებზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. ვრცელდება ინფორმაცია ორი დაშავებულის შესახებ. დაზიანებულია ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა. დაბომბვის შედეგად გაჩენილი ხანძრის შემდეგ, ორ რეგიონს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება.

გასულ ღამეს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთმა კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკას, ორეხოვის და ხერსონის სამხედრო პოზიციებზე 12 სარაკეტო და 76 საავიაციო შეტევა განახორციელა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის გააქტიურებული თავდასხმების ფონზე ""რამშტაინის"" ფორმატის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პარტნიორებს უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

"ბევრ ადამიანს მსოფლიოში ჯერ კიდევ სჯერა, რომ შეუძლებელია რუსული რაკეტების ჩამოგდება და რუსეთს ქვეყნების დამოუკიდებლობის ხელყოფა შეუძლია. რომ არა ჩვენი სიმამაცე, რომელიც მუშაობს, ბევრი დანებდებოდა პუტინს და არც ეცდებოდა საკუთარი სუვერენიტეტი დაეცვა. რა ეტაპზეა ახლა ომი - ""რამშტაინის"" ორი წლის შემდეგ, პასუხი მარტივია, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად ვიმოქმედებთ და როგორ შესრულდება ჩვენი ყველა შეთანხმება. თუმცა, ბოლო ნახევარი წელია, ვიდრე ამერიკის მხარდაჭერას ველოდებოდით, რუსეთის არმიამ ბრძოლის ველზე ინიციატივა ხელში ჩაიგდო. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ შეგვიძლია ფრონტზე სიტუაციის დასტაბილურება და ფრონტის ხაზის გარღვევა," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები