საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოში დამკვირვებლის სტატუსით გაწევრიანდა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალურმა ასამბლეამ, რომელიც ევროკავშირის 22 ქვეყნის ეროვნული ნოტარიატების წარმომადგენლებისგან შედგება, ერთხმად დააკმაყოფილა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის აპლიკაცია.
გადაწყვეტილებით, საბჭომ აღიარა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წვლილი სანოტარო სერვისებისა და ნოტარიუსის პროფესიის განვითარებაში.