პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე მარნეულში, სახალხო დღესასწაულ ნოვრუზ ბაირამზე იმყოფება. პრემიერმა აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს დღესასწაული მიულოცა.
"მიხარია, რომ დღეს ნოვრუზ ბაირამს აღვნიშნავთ ჩვენს დებთან და ძმებთან ერთად მარნეულში. ვულოცავ ყველას. დღეს არაერთხელ აღინიშნა, რომ ეს დღესასწაული არის ჩვენი ყველას საერთო დღესასწაული. ეს არის განახლების, სიცოცხლის დღესასწაული და კიდევ ერთხელ მინდა ყველას მივულოცო ეს არაჩვეულებრივი დღე," - აღნიშნა პრემიერმა.