18 აგვისტო 2026,   15:33
ვრცლად
ომი ახლო აღმოსავლეთში - ისრაელის სამხედრო ოპერაციას ალ-შიფას საავადმყოფოში 140 პალესტინელი ჯარისკაცი ემსხვერპლა

ომი ახლო აღმოსავლეთში - ისრაელის სამხედრო ოპერაციას ღაზის ჩრდილოეთით, ალ-შიფას საავადმყოფოში, 140 პალესტინელი ჯარისკაცი ემსხვერპლა. დააკავეს 600 ადამიანი.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევა განახორციელეს ქალაქ ხან-იუნისზეც. შედეგად, ათობით შეიარაღებული პალესტინელი დაიღუპა. ისრაელის ოფიციალური პირების თქმით, ამოღებულია დიდი რაოდენობით იარაღი.

დღეს განახლდება ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები კატარში. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებისთვის დელეგაციის გაგზავნას აპირებენ.

მოლაპარაკებებში მონაწილეობს ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი უილიამ ბერნსი, კატარის პრემიერ-მინისტრი და ეგვიპტის გენერალური სადაზვერვოს დირექტორი.

დღეს, გაერო-ს უშიშროების საბჭო კენჭს უყრის ამერიკის შეერთებული შტატების შემოთავაზებულ რეზოლუციას ღაზის სექტორზე.

დღის ამბები