27 აპრილი 2024,   20:02
ვრცლად
Video: პოლიციამ სპეციალურ სათბურებში დიდი ოდენობით მარიხუანა აღმოაჩინა - დაკავებების სერია ქვეყნის მასშტაბით

ნარკოდანაშაულის ბრალდებით მთელი ქვეყნის მასშტაბით დაკავებების სერია გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა რეგიონში 11 პირი დააპატიმრა, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

უცხო ქვეყნის მოქალაქეა ბათუმში დაკავებული მამაკაციც, რომელსაც საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, "მარიხუანა" და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე "კანაფი" აღმოაჩნდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული აღნიშნული მცენარის კულტივირებას საცხოვრებელ სახლში მოწყობილ სპეციალურ სათბურებში ახდენდა.

მარიხუანა ამოიღეს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმაც. დაკავებულია პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მამაკაცი, რომელიც ნარკოტიკულ საშუალებას საცხოვრებელ სახლსა და დამხმარე სათავსოებში ინახავდა.

გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, კ.დ.-ს და შ.გ.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ნარკოტიკული საშუალება "ბუპრენორფინი" ამოიღეს.

"ტელეგრამში" ნარკოტიკების სარეალიზაციო ე.წ. მაღაზიას ფლობდა" - ნარკოდანაშაულისთვის 11 პირი დააკავეს.

ნარკოტიკების ინტერნეტის გასაღების ფაქტები გამოავლინა კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმაც. უწყების განცხადებაში ვკითხულობთ:

"ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე ა.ც. ინტერნეტაპლიკაცია "ტელეგრამში" ნარკოტიკების სარეალიზაციო ე.წ. მაღაზიას ფლობდა. აღნიშნული აპლიკაციის მეშვეობით ნარკოტიკული საშუალება "მარიხუანას" რეალიზაცია ხდებოდა.

გამოძიების ფარგლებში, ამავე საქმეზე, დაკავებულია ა.ც.-ს მოკავშირე - გ.კ.-ც. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით, ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“ ამოიღეს.

ამავე, დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, დაკავებული ე.მ.-ს პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ და „მარიხუანა“.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისში, გ.ტ.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად 20 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება "ალფა პვპ" ამოიღეს, რომლის განთავსებასაც ბრალდებული სხვადასხვა ლოკაციაზე, შემდგომი რეალიზაციის მიზნით გეგმავდა.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამი პირის - ლ.ჩ. -ს, მ.პ-ს. და მ.ი. -ს პირადი ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული სხვადასხვა ლოკაციიდან, ნივთმტკიცებად, სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ამოიღეს.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“.

დღის ამბები