22 აგვისტო 2026,   10:49
ვრცლად
გორმა, 4 დღის განმავლობაში, ჭიდაობაში საქართველოს 2 ჩემპიონატს უმასპინძლა

გორმა, 4 დღის განმავლობაში, საქართველოს 2 ჩემპიონატს უმასპინძლა. საქართველოს ჩემპიონატები 15 წლამდელებს შორის ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში დასრულდა.

სწორედ ამ შედეგების მიხედვით დაკომპლექტდება ჩვენი ქვეყნის ნაკრები 15 წლამდელთა შორის, რომელიც 15-18 მაისს საბერძნეთში ევროპის წლევანდელ ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას.

შეჯიბრების ორგანიზატორი საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია, მხარდამჭერი კი გორის მუნიციპალიტეტის მერია იყო.

დღის ამბები