20 მაისი 2024,   14:45
ვრცლად
აჭარაში ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა

ქობულეთის შემოვლით გზაზე, ავარიის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა.

დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს, მათ სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია უტარდებათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

დღის ამბები