ევროპის სხვადასხვა ქალაქში ცხოვრების გაძვირებას, ინფლაციას და საცხოვრებლის კრიზისს აპროტესტებენ.
აქციების ნაწილი ძალადობრივ დაპირისპირებებში გადაიზარდა. იტალიაში პროტესტის ეპიცენტრია მილანი, ბოლონია, ბრეშა, ბერგამო და ტურინი.
მილანში ნიღბიანმა დემონსტრანტებმა პოლიციას ქვები და საგნები ესროლეს, დაწვეს ბარიკადები და ჩაამსხვრიეს მაღაზიების ვიტრინები.
პოლიციამ ცრემლსადენი აირი, წყლის ჭავლი და ხელკეტები გამოიყენა.
დემონსტრაციები იმართება ესპანეთის და პორტუგალიის ქალაქებშიც.