27 აგვისტო 2026,   13:16
ვრცლად
საქართველოს ზოგიერთ რეგიონში 25℃-მდე დათბება - მეტეოროლოგი

საქართველოში ტემპერატურის მატება 28 მარტიდან არის მოსალოდნელი. მეტეოროლოგ დოდო გვაზავას განცხადებით, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 25℃-მდე გათბება.

მისივე თქმით, თბილი ამინდები აპრილის პირველ რიცხვებამდე შენარჩუნდება.

"26 მარტს დასავლეთ საქართველოს უმეტეს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში, დღის მეორე ნახევრამდე, უმეტეს რაიონში, გამოიდარებს, მათ შორის - დედაქალაქშიც.

ხვალ თბილისში, დაახლოებით 15:00-დან 18:00 საათამდე, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი, ხოლო დაახლოებით 19:00-20:00 საათიდან გამოიდარებს. ქარიანი ამინდი შენარჩუნდება ფეხბურთის დროს.

ტემპერატურის მატება მოსალოდნელია 28 მარტიდან, აპრილის პირველ რიცხვებამდე. ჰაერის ტემპერატურამ, დასავლეთ საქართველოში, შესაძლებელია, 23-დან 25℃-მდე მოიმატოს, აღმოსავლეთ საქართველოში 20-22℃ იქნება. დედაქალაქშიც, ასევე უნალექო ამინდებია მოსალოდნელია.

თბილი ამინდები 5 აპრილამდე შენარჩუნდება, შემდეგ ტემპერატურის მკვეთრი ვარდნაა მოსალოდნელი", - განაცხადა დოდო გვაზავამ.

დღის ამბები