საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზეა - გულშემატკივარი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გვიანობამდე აღნიშნავდა.
თამაშის შემდეგ ქომაგებმა ზეიმი თბილისთან ერთად თითქმის ყველა რეგიონში მოაწყვეს. ისმოდა გამარჯვების შეძახილები, საზეიმო სიმღერები და მანქანის სიგნალები. აფრიალებდნენ საქართველოს დროშას და ერთად მღეროდნენ საქართველოს ეროვნულ ჰიმნს.