19 მაისი 2024,   06:02
ვრცლად
მოსამართლე მადონა მაისურაძის განცხადება, თითქოს მისი მეუღლე, მისი პოზიციის გამო სამსახურიდან დაითხოვეს, არის სიცრუე - იუსტიციის საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტი

იუსტიციის საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტი, მოსამართლე მადონა მაისურაძის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განმარტებაშია აღნიშნული, მადონა მაისურაძის განცხადება, თითქოს მისი მეუღლე, მისი პოზიციის გამო სამსახურიდან დაითხოვეს, უსაფუძვლოა.

უწყების ცნობით, გიორგი ჩემიამ სამსახურის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო.

"გავრცელდა მოსამართლე მადონა მაისურაძის ყოვლად უსაფუძვლო განცხადება, თითქოს მისი მეუღლე, მისი პოზიციის გამო სამსახურიდან დაითხოვეს. ეს არის ცალსახად სიცრუე, ვინაიდან, მადონა მაისურაძის მეუღლე და ყოფილი მოსამართლე გიორგი ჩემია, რომელიც წლებია მუშაობს საერთო სასამართლოების დეპარტამენტში, ბოლო პერიოდში სისტემატურად არ ცხადდებოდა სამსახურში, ან ნახევარი სამუშაო დღის შემდეგ მიდიოდა სამსახურიდან. მას, სხვა თანამშრომლების მსგავსად შეეთავაზა, რომ სამსახურში დროულად გამოცხადებულიყო და სრული სამუშაო დატვირთვით ემუშავა (კოლეგების თანასწორად), რაზეც მან განაცხადა უარი და თქვა, რომ მისთვის ეს გრაფიკი მიუღებელი იყო და ვერ შეძლებდა ინტენსიურ სიარულს, რის შემდეგაც სამსახურის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო. შესაბამისად, სიცრუეა რომ იგი ვინმემ აიძულა შეეწყვიტა სამსახურებრივი ხელშეკრულება და ეს არის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა", - აღნიშნულია იუსტიციის საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის განცხადებაში.

დღის ამბები