16 აპრილი 2024,   02:18
ვრცლად
მეოთხე ცოლის მსხვერპლი - სამტრედიაში, გერთან შელაპარაკება მამინაცვალს სიცოცხლის ფასად დაუჯდა - რა დამატებითი დეტალები გაარკვია "კურიერმა"

სახლი, სადაც გვიან ღამით დანაშაული მოხდა, ახლა დალუქულია. გავრცელებული ინფორმაციით, აქ 28 წლის ქალმა 36 წლის ქმარი მოკლა. მალხაზ გოგიას ცოლმა ჭრილობები, დანით, გულ-მკერდის არესი მიაყენა.

სამტრედიაში, ბარათაშვილის ქუცაზე, ხმაური ადგილობრივებმა ღამის 02:00 საათზე გაიგეს. გარეთ გამოსულ მეზობლებს მალხაზ გოგია, ძლიერი სისხლდენით, თითქმის უგონო მდგომარეობაში დახვდათ. გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება და პოლიცია, თუმცა, დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

გოგიების ოჯახი ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე სახლში ქირით ცხოვრობდა. "კურიერის" ინფორმაციით, მკვლელობას წინ უძღოდა ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი. ქალმა, სამზარეულოს დანით, მეუღლეს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დანაშაულს მისი არასრულწლოვანი შვილიც შეესწრო.

მკვლელობის საქმეზე პოლიციამ 28 წლის ქალი ცხელ კვალზე დააკავა. ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღიც. შემტევის ადგილას სამართალდამცველები დილამდე მუშაობდნენ.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ახალგაზრდა ქალი წინასწარი მოთავსების იზოლატორშია და მას ბრალს უახლოეს საათებში წარუდგენენ.

დღის ამბები