30 აპრილი 2024,   22:45
ვრცლად
გერმანელი ჩინოვნიკი უკრაინელი ლტოლვილების მცირეწლოვან შვილებზე ძალადობდა, მას 8 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს - Bild

9 და 11 წლის უკრაინელ ბიჭებზე სექსუალური ძალადობისთვის, ასევე ბავშვთა პორნოს წარმოებისთვის, ჰამბურგის რაიონულმა სასამართლომ 42 წლის ჩინოვნიკს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, გერმანელი უკრაინელ ოჯახს გერმანიაში გადასვლაში დაეხმარა და დაჰპირდა, რომ მათი მფარველი გახდებოდა. ამის შემდეგ მამაკაცი ბავშვებს ინტიმურ ურთიერთობას აძალებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახის დეპორტირებით ემუქრებოდა.

სასამართლო პროცესის დროს საჯარო უწყების თანამდებობის პირმა ბრალდების უმეტესობა აღიარა, ამიტომ ბავშვებს სასამართლოში ჩვენების მიცემა არ მოუწიათ. უწყება, სადაც დაკავებული ჩინოვნიკი მუშაობდა, არ კონკრეტდება. 

დღის ამბები