17 აგვისტო 2026,   11:22
ვრცლად
ომი უკრაინაში - ხარკოვზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დაიღუპა 6 და დაშავდა 10 მშვიდობიანი მოქალაქე

რუსეთ-უკრაინის ომი გრძელდება. ოკუპანტმა იერიში ხარკოვზე მიიტანა. თავდასხმის შედეგად 6 მშვიდობიანი უკრაინელი დაიღუპა, დაშავდა 10. ინფორმაციას ომში მყოფი ქვეყნის ეროვნული პოლიცია ადასტურებს.

განგაშის ხმა ისმოდა ზაპოროჟიეშიც, სადაც ოკუპაციური ძალების საჰაერო შეტევის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 4 ადამიანი, დაშავდა 20, დაზიანდა საცხოვრებელი შენობები და სამრეწველო ობიექტები.

კიევის ოფიციალური პირების თქმით, რუსეთის მოროზოვსკის ავიაბაზაზე თავდასხმის შედეგად, უკრაინელებმა მოახერხეს 6 რუსული სამხედრო თვითმფრინავის განადგურება, ოპერაციის შედეგად აეროდრომის პერსონალის 20 წევრი დაიღუპა.

დღის ამბები