22 აგვისტო 2026,   10:48
ვრცლად
ოზურგეთს 3 საქართველოს ჩემპიონი ჰყავს - ჩემპიონები ევროპისა და მსოფლიოს პირველობაზე იასპარეზებენ

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, 20 წლამდე ასაკის ჭაბუკთა შორის საქართველოს პირველობას, ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა. ჩემპიონატი სხვადასხვა წონით კატეგორიაში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში სპორტსმენები ქვეყნის ყველა კუთხიდან მონაწილეობდნენ.

მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული ბერძნულ - რომაული სექციის მოჭიდავეებმა, წარმატებით იასპარეზეს და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.

საქართველოს ჩემპიონები ევროპისა და მსოფლიოს პირველობისთვის გამართულ ასპარეზობაში ჩაერთვებიან.

 

დღის ამბები