18 მაისი 2024,   17:41
ვრცლად
ფოთის მერიამ USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტმა ოფიციალური თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამასთან. მემორანდუმს ხელი ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ მოაწერა.

მისი განცხადებით, პროგრამა ხელს უწყობს ადგილობრივ თვითმმართველობებში ეფექტიანობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებას, მართვის სისტემებისა და საჯარო სერვისების განვითარებას, მოქალაქეებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.

"მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსით, რომელიც მუნიციპალიტეტების ღიაობასა და ანგარიშვალდებულებას აფასებს, 2021-2023 წელს, საუკეთესო შედეგის მქონე მუნიციპალიტეტად სწორედ ჩვენ დავსახელდით.

სწორედ ამიტომ, ჩვენ მივესალმებით მუნიციპალიტეტების, ასევე, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის გამჭვირვალობას და მზად ვართ ყველა მსგავს ორგანიზაციასთან თანამშრომლობის გაღრმავებისთვის", - აღნიშნა ბექა ვაჭარაძემ

დღის ამბები