13 აგვისტო 2026,   11:20
ვრცლად
მზადება მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმისთვის რუსთავში - სპეციალურმა კომისიამ, ამ ეტაპზე, 16-მდე მონაწილე უკვე შეარჩია

მზადება მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმისთვის რუსთავში. დარეგისტრირებული 100-მდე აპლიკანტიდან, სპეციალურმა კომისიამ, ამ ეტაპზე, 16-მდე მონაწილე უკვე შეარჩია.

სხვა ქართველ და უცხოელ ხელოვანებთან ერთად, სიმპოზიუმში, ცნობილი რუსთაველი მოქანდაკე ჯუმბერ ჯიქია და მსოფლიო სიმპოზიუმების გაერთიანების ხელმძღვანელი, ლიუ იანგი ჩაერთვებიან.

სიმპოზიუმი, 8 ივნისს გაიხსნება. სკულპტორები, რუსთავის ცენტრალურ პარკში, სპეციალურად მათთვის მოწყობილ სივრცეში 20 დღის განმავლობაში იმუშავებენ.

დღის ამბები