13 აგვისტო 2026,   22:32
ვრცლად
ComCom-მა "თემატური ახალგაზრდული ბანაკის" მოსწავლეებს ტრენინგი - "AI-ის ეფექტიანი გამოყენება" ჩაუტარა

კომუნიკაციების კომისიამ სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტოს „თემატური ახალგაზრდული ბანაკის“ კონცეფციის ფარგლებში, პროფესიული უნარების საზაფხულო სკოლის მოსწავლეებს თემაზე ,,ხელოვნური ინტელექტის ეფექტიანი გამოყენება“ ტრენინგი ჩაუტარა. ტრენინგს, მედიაწიგნიერების ტრენერი მარიამ გუგულაშვილი და კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენელი ვერა ფრანგიშვილი გაუძღვნენ.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია AI ინსტრუმენტების, მისი მიზნობრივი და ეფექტიანი გამოყენების შესახებ, რაც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში პროფესიულ თუ პირად საქმიანობაში, ინფორმაციის მოძიებასა და სხვადასხვა მიმართულებით ინტეგრირებაში დაეხმარებათ. აღნიშნულ ტრენინგზე მიღებული ცოდნა ახალგაზრდებს აძლევს პრაქტიკულ ინსტრუმენტებს, რათა იყვნენ უფრო თავდაჯერებულები, ჩამოყალიბდნენ თანამედროვე ციფრულ პროფესიონალებად და დაზოგონ რესურსები AI-ის გონივრული გამოყენებით.

ბანაკში „პროფესიული უნარების საზაფხულო სკოლა“, 14-დან 17 წლის ჩათვლით ასაკის 150-მდე ახალგაზრდა მონაწილეობს.

დღის ამბები