18 აგვისტო 2026,   17:42
ვრცლად
მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი ინოვაციის, ინკლუზიურობისა და ხარისხის პროექტის ფარგლებში ზოგადი განათლების მიმართულებით განხორციელებული კომპლექსური აქტივობები შემაჯამებელ კონფერენციაზე იქნა წარმოდგენილი

მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი ინოვაციის, ინკლუზიურობისა და ხარისხის პროექტის ფარგლებში ზოგადი განათლების მიმართულებით განხორციელებული კომპლექსური აქტივობები შემაჯამებელ კონფერენციაზე იქნა წარმოდგენილი.

ინოვაციის, ინკლუზიურობისა და ხარისხის პროექტმა, საკონსულტაციო კომპანია IBF International-თან თანამშრომლობით შეუწყო ხელი საჯარო სკოლების ავტორიზაციის პროცესის წარმატებით დაწყებას. ავტორიზაციის პროცესში ჩართული მხარეების პროფესიული განვითარებისა და შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით განხორციელებული ღონისძიებები მოიცავდა ექსპერტთა კორპუსის გადამზადებას, წინასწარ შერჩეულ სკოლებში ავტორიზაციის პილოტირებას, მხარდამჭერი რესურსების შექმნას და სხვ.

საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები აქტიურად აგრძელებენ მუშაობას მთლიანი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერების, მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციის განვითარების, ეროვნული შეფასების სისტემის განახლებისა თუ STEAM (სტემ) განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით.

დღის ამბები