ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება”, საკრებულოს 9 თანამდებობის პირის, მათ შორის თავმჯდომარის იმპიჩმენტს ითხოვს. პარტიამ საკითხი უკვე დააინიცირა და ის საკრებულოს მორიგ სხდომაზე გავა.
“ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ გახარიას და ნაცმოძრაობის კოალიციამ, საკრებულო ოპოზიციური კლანების დასაქმების ადგილად გადააქცია და მას ფუნქცია დააკარგვინა.
საკრებულოს თავმჯდომარე გახარიას პარტიის წევრია, ის თანამდებობის პირები კი რომელთა იმპიჩმენტსაც ითხოვენ, ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრები არიან.