ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, 720 დევნილი ოჯახისთვის სამი 12-სართულიანი კორპუსი შენდება.
სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე ჯანდაცვის მინისტრი გაეცნო. პროექტის ფარგლებში, უწყება, საცხოვრებელ ფართს, ჯამში, 13 000 დევნილ ოჯახს გადასცემს.
აქედან, 7000-ზე მეტ ოჯახს ახალაშენებულ კორპუსებში გარემონტებული ბინები გადაეცემა, ხოლო 6000-მდე ოჯახი, "სოფლად სახლის" პროგრამის ფარგლებში განსახლდება.
ბიუჯეტი ჯამში დაახლოებით, 900 მილიონ ლარს შეადგენს.