30 აპრილი 2024,   20:33
ვრცლად
ქუთაისსა და თელავში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ აქციები იმართება

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ აქციები იმართება ქუთაისსა და თელავში - მედიისა და ენჯეო სექტორის წარმომადგენლები ქუთაისის მერიის წინ შეიკრიბნენ და აღნიშნავენ, რომ სოლიდარობას უცხადებენ პარლამენტთან მიმდინარე აქციას.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მოუწოდებენ, უკან გაიწვიოს კანონპროექტი. მათი თქმით, ინიციატივა საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიას.

იგივე მოთხოვნებით არასამთავრობო სექტორის და მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ თელავის მერიასთანაც.

"თელავშიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მხარდამჭერებმა გადავწყვიტეთ, რომ აღნიშნული კანონპროექტის განხილვის უკვე ამ სტადიაზე ვართ. ჩვენ მაინც ვიტოვებთ იმედს, რომ აღნიშნული კანონპროექტი არ იქნება მიღებული", - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე მარეხ მგალობლიშვილი.

დღის ამბები