04 მაისი 2024,   05:53
ვრცლად
შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მობილიზებული არიან "ქართული ოცნების" ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს, - ამის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს.

უწყება შეკრებილებს კანონის დაცვისკენ მოუწოდებს. 

"მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგის ნორმები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მითითებებს. კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი", - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები