04 მაისი 2024,   00:21
ვრცლად
თეა წულუკიანი ოლიმპიური აუზის სპორტული კომპლექსის ტერიტორიაზე ქართული სპორტის მუზეუმის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო

კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი ქართული სპორტის მუზეუმის დირექტორ ნინო სალუქვაძესთან ერთად დიღომში, ოლიმპიური აუზის სპორტული კომპლექსის ტერიტორიაზე, ქართული სპორტის მუზეუმის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო.

სამუშაოები სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და სსიპ ეროვნული მუზეუმის დაკვეთით 2023 წლის დეკემბერში დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს. მუზეუმის დასრულება 2024 წლის სექტემბრისთვის არის დაგეგმილი.

სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2022 წელს სპორტის მუზეუმს, რომელსაც საკუთარი შენობა არასოდეს ჰქონია, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი შპს "სპორტმშენსერვისისგან" დიღომში, ოლიმპიური აუზის ტერიტორიაზე, უსასყიდლოდ გადაეცა 909 მ2 ფართობი, სადაც 2023 წელს ქართული სპორტის მუზეუმის მოწყობა დაიწყო. იგი მოიცავს საექსპოზიციო დარბაზს, საცავსა და სამუშაო სივრცეს მუზეუმის თანამშრომლებისთვის.

ინფორმაციას კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

დღის ამბები