ქუთაისში საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო. კამათი ოპოზიციის განცხადებებს მოჰყვა. "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა უმრავლესობის დეპუტატებს მოუწოდა, გაემიჯნონ გამჭვირვალობის კანონს, ასევე გააკრიტიკა "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა. "ქართული ოცნების" დეპუტატების განცხადებით, რუსეთის საქმეს თავად ოპოზიცია აკეთებს და მათ არგუმენტირებული განხილვა არ აინტერესებთ. კამათი ხმაურში გადაიზარდა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.