07 მაისი 2024,   00:39
ვრცლად
საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვა დღეს ზუგდიდში გაიმართება

საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვა დღეს ზუგდიდში გაიმართება. "ქართული ოცნების" წარმომადგენლები მოსახლეობას ინფორმაციას აწვდიან კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.

აგრეთვე, განმარტავენ, რომ არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდას სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ქმედებები უნდა დაუპირისპირდეს.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, კანონპროექტით გათვალისწინებულია ისეთი საკითხების დარეგულირება, რომელიც ეხება ქორწინებას, შვილად აყვანას, ასევე - სასწავლო პროგრამებს.

"მივიღეთ ის კანონმდებლობა, რომლითაც დაცული არის ადამიანის უფლებები, მათ შორის, ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა და ამ ანტიდისკრიმინაციული კანონით დაცული არის ლგბტქ საზოგადოების უფლებები, ამავდროულად, გვინდა დაცული იყოს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის პასუხისმგებლობა, რომ ეს პროპაგანდა არ იყოს გავრცელებული მოზარდ თაობაში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღის ამბები