07 მაისი 2024,   01:42
ვრცლად
თბილისის საკრებულოსა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის საკრებულოსა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის მიზანი საგანმანათლებლო და საჯარო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა, რაც სტუდენტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებასა და საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლებას გულისხმობს.

დღის ამბები