07 მაისი 2024,   01:53
ვრცლად
საქართველოს მოსახლეობის 61% საქალაქო დასახლებებში ცხოვრობს - თბილისზე მოსახლეობის მესამედზე მეტი მოდის

სტატისტიკის ეროვნული სამსახური განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს. დოკუმენტის თანახმად, 2024 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 61% ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში.

ამასთან, თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის მესამედზე მეტს შეადგენს.

საქსტატის მონაცემების თანახმად, 2024 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც 48% კაცია, ხოლო 52% ქალი.

 

დღის ამბები