07 მაისი 2024,   03:59
ვრცლად
ერთხელ სამუდამოდ უნდა ვთქვათ - ჩვენ ვართ სახელმწიფო, ვართ ერი, თუ გვინდა, რომ დონორებმა მართონ ეს ქვეყანა NGO-ის ხელით, რომლებიც რუსებს გვეძახიან - პაპუაშვილი

მმართველი გუნდის მიერ დაანონსებულ შეკრებამდე 3 დღე რჩება. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 29 აპრილს პარლამენტთან დაგეგმილი ღონისძიება საზოგადოების მოთხოვნაა, რადგან გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ აქციის მონაწილეები ქართველი ხალხის სახელით საუბრობენ, რეალურად კი ეს მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილის პოზიციაა.

"ეს არის ქართველი ხალხის გამოსვლა, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ დიდი და პატარა, ქალი და კაცი, ბიზნესმენი და საჯარო მოხელე, ყველა გამოვიდეს და, საბოლოოდ, წერტილი დავუსვათ ყველანაირ მცდელობას, რომ უცხოური ფულით იმართებოდეს ქართული სახელმწიფო. ეს არის ქართული სახელმწიფო, რომელიც იმართება ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლებით და იმ შავი ფულით, რომელიც ტრიალებს არასამთავრობო სექტორში, ეს უნდა დასრულდეს.

სამარცხვინო განცხადებები მოვისმინეთ გუშინ, ოპოზიცია და NGO გაერთიანდნენ, ქართველ ხალხს გვეძახიან რუსებს. როგორი რუსები ვართ ნახავთ 29-ში, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ 29-ში ყველა გამოვიდეს, ქუდზე კაცი დადგეს. ერთხელ სამუდამოდ უნდა ვთქვათ - ჩვენ ვართ სახელმწიფო, ვართ ერი, თუ გვინდა, რომ დონორებმა მართონ ეს ქვეყანა NGO-ის ხელით, რომლებიც რუსებს გვეძახიან", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები