10 მაისი 2024,   08:58
ვრცლად
"კურიერის" ექსკლუზივი - ინტერვიუ ქალთან, რომლის მოკვლაც ყოფილმა ქმარმა 5 თვის წინ სცადა

განზრახ მკვლელობა და მკვლელობის მცდელობა - თელავის რაიონულმა სასამართლომ 5 თვის წინ ჩადენილ უმძიმეს დანაშაულზე განაჩენი გამოაცხადა. მამაკაცს, რომელმაც ყოფილი მეუღლე დაჭრა და მისი ქმარი მოკლა, 18 წლით პატიმრობა მიესაჯა.

"კურიერმა" ექსკლუზიურად მოიპოვა დაჭრილისა და მოკლულის დედის ინტერვიუები. მსხვერპლი და მძიმე დანაშაულის კიდევ ერთი მოწმე პირდაპირ ამბობენ, რომ შეიარაღებული თავდასხმა წინასწარ დაგეგმილი იყო.

თავდასხმიდან 5 თვე გავიდა. ამდენივე თვეა "კურიერის" რესპონდენტი საწოლს არის მიჯაჭვული. ეჭვიანობის მოტივით, იაგუბ ხეირ ხაბაროვი ყოფილი ცოლის სახლში მივარდა და მისი და მისი ქმრის მისამართით დამიზნებით რამდენჯერმე გაისროლა. ხაბაროვმა ყოფილი მეუღლის ქმარი ავტომატიდან რამდენიმე გასროლით მოკლა.

დანაშაულის კიდევ ერთი თვითმხილველი "კურიერთან" ყვება, რომ მკვლელმა ახალგაზრდა კაცს ავტომატის მჭიდი დააცალა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიცია მკვლელის კვალზე მომხდარიდან ორი დღის შემდეგ გავიდა. დაკავებულმა დანაშაული აღიარა.

პროკურატურამ მკვლელისთვის დანაშაულის დამტკიცება შეძლო. 5 თვიანი განხილვის შემდეგ, სასამართლომ იაგუბ ხეირ ხაბაროვი ციხეში 18 წლით გაუშვა.

დღის ამბები