13 მაისი 2024,   00:09
ვრცლად
ონკოლოგიურად დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, საქველმოქმედო აუქციონი გაიმართა

ონკოლოგიურად დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, საქველმოქმედო აუქციონი გაიმართა. აუქციონზე, სხვადასხვა თემატიკით ქართველი მხატვრების მიერ შესრულებული 15-ზე მეტი ნამუშევარი იყო გამოტანილი.

ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდა ფეჩ ადამსი. ექიმი-პედიატრი, რომელმაც 1970 წელს ჯამბაზის წითელი ცხვირი გაიკეთა და მუშაობა ონკოლოგიურ პაციენტებთან დაიწყო - მიზანი პაციენტებისთვის იმედის, სიმშვიდის, უკეთესი დღის მოლოდინის, გამოჯანმრთელებისა და ბრძოლის უნარის გაჩენა იყო. ღონისძიებიდან შემოსული თანხა ციციშვილისა და იაშვილის კლინიკებს გადაეცემათ.

დღის ამბები