16 ნოემბერი 2024,   09:03
ვრცლად
დემონსტრანტების ნაწილი მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართება - კანცელარიის მთელი პერიმეტრი პოლიციას აქვს გადაკეტილი

დემონსტრანტების ნაწილი მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართება. მსვლელობის მოწყობის მოწოდებით, მომიტინგეებს აქციის ორგანიზატორებმა მიმართეს, თუმცა სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მისვლის საშუალებას არ აძლევენ. მთავრობის სახლის მთელი პერიმეტრი პოლიციას აქვს გადაკეტილი.

გარდა ამისა, ორგანიზატორების განცხადებით, პარლამენტის ყველა შესასვლელი უნდა ჩაიკეტოს ხალხის მიერ, რათა "ქართული ოცნების" დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანოს დატოვება ვერ შეძლონ.

დღის ამბები