16 ნოემბერი 2024,   08:52
ვრცლად
ე.წ წიწაკის სპრეის გამოყენების შედეგად, პარლამენტთან რამდენიმე მოქალაქე დაშავდა - ადგილზე სასწრაფო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი მუშაობს

ე.წ წიწაკის სპრეის გამოყენების შედეგად, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე მოქალაქე დაშავდა. დემონსტრანტებს პირველად სამედიცინო დახმარებას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები უწევენ. ადგილზე სასწრაფო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი მუშაობს.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სპეცრაზმელებმა აქციის მონაწილეების მიმართულებით ე.წ წიწაკის სპრეი რამდენჯერმე გამოიყენეს. დაპირისპირება სპეცრაზმელებსა და აქციის მონაწილეებს შორის რამდენჯერმე მოხდა.

ადგილზე ვითარება დროდადრო იძაბება.

დღის ამბები