ოზურგეთში საპროტესტო აქციას შეუერთდნენ. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე არასამთავრობო სექტორი, პოლიტიკოსები, პედაგოგები და სხვა მოქალაქეები შეიკრიბნენ და კანონპროექტთან ერთად გუშინ აქციაზე მომხდარი მოვლენები გააპროტესტეს.
მათი თქმით, აღნიშნული კანონპროექტის მიღება საქართველოს ევროპულ გზას ბევრი წლით შეაჩერებს. ისინი ხელისუფლების ქმედებას მწვავედ აკრიტიკებენ.