20 მაისი 2024,   10:24
ვრცლად
ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ფოთში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან გათანაბრებულ 18 პირს, ფულადი წახალისების სახით 300 ლარი გადაეცა

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 79 წელი გავიდა. ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ქალაქ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ, საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, დიდების მემორიალი ყვავილებით შეამკო.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან გათანაბრებულ 18 პირს, ფულადი წახალისების სახით 300 ლარი გადაეცა. მეორე მსოფლიო ომს 300 000 ქართველის სიცოცხლე შეეწირა. ომში 11 000 ფოთელი იბრძოდა და აქედან 2000 მონაწილე შინ არ დაბრუნებულა.

დღის ამბები