20 მაისი 2024,   21:38
ვრცლად
UFC-ში რომან დოლიძის მეტოქე ცნობილია

UFC-ში რომან დოლიძის მეტოქე ცნობილია. ქართველ მებრძოლს პირველ ივნისს ენტონი ერნანდესის წინააღმდეგ უნდა ეჩხუბა, თუმცა, ტრავმის გამო, მისი მეტოქე შეიცვალა. მისი მოწინააღმდეგე ბრაზილიელი მიშელ პერეირა იქნება.

ახალი ჩხუბი 8 ივნისს დაინიშნა. ეს ჩხუბი ორგანიზაციის ეგიდით, ქართველისთვის რიგით მეათეა. დოლიძეს UFC-ში 6 მოგება და 3 მარცხი დაუგროვდა.

დოლიძისა და პერეირას ჩხუბი ქალაქ ლუისვილში გაიმართება.

დღის ამბები