08 სექტემბერი 2024,   04:42
ვრცლად
საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ უნდა მიიღოს, მაგრამ ასეთი კანონი არამხოლოდ არ შეესაბამება მათ მისწრაფებებს, არამედ შეესაბამება რეპრესიულ კანონმდებლობა - ვედანტ პატელი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა, პრესკონფერენციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ, კვლავ საქართველოში ინიციირებულ - "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე" ისაუბრა.

"საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ უნდა მიიღოს, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ ასეთი კანონი არამხოლოდ არ შეესაბამება მათ მისწრაფებებს, არამედ შეესაბამება რეპრესიულ კანონმდებლობას.

ქართველი ხალხის 80 პროცენტზე მეტს ევროკავშირში გაწევრიანება სურს, ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებას და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განაგრძოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზა", - განაცხადა პატელმა.

კითხვა პატელს ისევ ჟურნალისტმა ალექს რაუფოღლუმ დაუსვა, რომელიც "ფარას" რეესტრში ფიქსირდება.

მან იკითხა თბილისში მიმდინარე აქციებზე ამერიკის ორი მოქალაქის დაკავების შესახებაც, რაზეც სპიკერის მოადგილემ თქვა, რომ ინფორმაციას ფლობენ, მაგრამ დამატებითი კომენტარი არ ისურვა.

დღის ამბები