24 ოქტომბერი 2024,   00:13
ვრცლად
"მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მის დემოკრატიულ მისწრაფებებს და ვგმობთ თბილისში მიმდინარე ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ" - Freedom House

"Freedom House" "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს ეხმაურება, სადაც "ქართულ ოცნებას" კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ინიციატივის დაუყოვნებლივი უკან გაწვევისკენ.

საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადების მიხედვით, ის მხარს უჭერს ქართველ ხალხსა და მის დემოკრატიულ მისწრაფებებს, "გმობს თბილისში მიმდინარე ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ, რომლებიც ხელახლა წარდგენილ კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან".

განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანონის დამტკიცების შემთხვევაში, ეს საქართველოს რეპრესიული რეჟიმების რიგში ჩააყენებს, როგორებიცაა რუსეთი და ყირგიზეთი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს მნიშვნელოვან წინაღობას შეუქმნის საქართველოს ძალისხმევას ევროკავშირში გასაწევრიანებლად.

დღის ამბები