24 ოქტომბერი 2024,   00:13
ვრცლად
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ქაშუეთში ჩატარებული პარაკლისის შემდეგ მრევლი სასულიერო პირებთან ერთად მსვლელობით სამების ტაძრისკენ მიემართება

ქაშუეთში სამადლობელი პარაკლისის დასრულების შემდეგ შეკრებილი მრევლი სასულიერო პირებთან ერთად მსვლელობით სამების საკათედრო ტაძრისკენ მიემართება.

ქაშუეთში, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ჩატარებულ მსახურებას მრევლთან ერთად პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, დედაქალაქის მერი და მინისტრთა კაბინეტის წევრებიც დაესწრნენ. 

პატრიარქის ინიციატივით, 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღე 2014 წლიდან დაწესდა. წელს კი, პრემიერის გადაწყვეტილებით, ეს დღე უქმე დღედ გამოცხადდა.

დღის ამბები